Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საწვრთნელი გაწვევის დროს ნებაყოფლობითი რეზერვის სამსახურის წვევამდელი, ნიკა გიორგის ძე ალფენიძე გარდაიცვალა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, ექიმების პირველადი დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი სისხლძარღვოვანი ტრომბოემბოლია გახდა. ალფენიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისთანავე გადაყვანილი იყო ქ. სენაკის საავადმყოფოში, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქართველოში ნებაყოფლობითი რეზერვის სამსახური საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ოქტომბერში ამოქმედდა. რეზერვისტების შერჩევას, სამედიცინო შემოწმებასა და ხუთდღიან გადამზადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს. სამხედრო ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებაყოფლობითი რეზერვის სამსახურისათვის მოქლაქეების სელექციას ადგილობრივი თვითმართველობის გამწვევი ორგანოები უნდა უზრუნველყოფდნენ.
XS
SM
MD
LG