Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო


ირანული მედია იუწყება, რომ ამერიკის უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავი მცირე დაზიანებით ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც საზღვრის დარღვევით ორი საათის შესული იყო ირანის ტერიტორიაზე. ავღანეთში განლაგებული ნატოს ჯარების სარდლობის ინფორმაციით, ეს შესაძლოა ის ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი უნდა იყოს, რომელთანაც ერთი კვირის წინ დაკარგეს კავშირი ოპერატორებმა. უპილოტო თვითმფრინავის ინცინდენტამდე გასულ კვირაში ბრბო შეიჭრა თეირანში მდებარე ბრიტანეთის საელჩოს შენობაში. ირანმა შეაჩერა დისკუსია აშშ-ებთან და მის მოკავშირეებთან მის ხელთ არსებულ ბირთვულ პროგრამაზე, რომელსაც თეირანის თქმით არაფერი აქვს საერთო ბირთვული იარაღის შექმნასთან.
XS
SM
MD
LG