Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაის თქმით ავღანეთი ათწლიან დახმარებას საჭიროებს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ 10 წლით გაუწიონ დახმარება ავღანეთს 2014 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას კოალიციური ჯარები დატოვებენ. კარზაის თქმით, 2024 წლამდე დახმარება ქვეყანას სჭირდება, რათა კიდევ უფრო დიდი პროგრესს მიაღწიოს უსაფრთოხების თვალსაზრისით. „ჯერ კიდევ შორს ვართ იმ საერთო მიზნისაგან, რასაც სტაბილური, თვითკმარი და დემოკრატიული ავღანეთის შექმნა ჰქვია. ცხადია, არსებული გამოწვევები მნიშვნელოვანია და აქვს პოტენციალი, შეარყიოს პროგრესი და უკან დასწიოს ჩვენი მიღწევები,“- განაცხადა ჰამიდ კარზაიმ ბონში, ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე. აშშ-ი და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ჰპირდებიან დახმარების გაგრძელებას ავღანეთს, თუმცა მოუწოდებენ კარზაის, რომ უფრო განავითაროს პოლიტიკური რეფორმები და შერიგების პროცესი. აშშ-ი განაგრძობს დიდი თანხების აკუმულირებას ავღანეთის ნდობის ფონდში. ვაშინგტონის ოფიციალური წრეების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების შეწყვეტის სანაცვლოდ ავღანეთი 700 მილიონ დოლარს მიიღებს.
XS
SM
MD
LG