Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" პრეზენტაცია გაიმართება 11 დეკემბერს ფილარმონიაში


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" პრეზენტაცია 11 დეკემბერს, 15 საათზე ფილარმონიაში გაიმართება. პრეზენტაციის გამო, ივანიშვილის პრესსამდივნომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "საზოგადოების ინტერესი, დაესწროს პრეზენტაციას, საკმაოდ დიდია, თუმცა, ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი ხელისუფლების პოლიტიკური ნება აღმოჩნდა.” კერძოდ, პრესსამდივნო აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 4 ნოემბერს დაიწყეს მოლაპარაკება სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთან, 17 ნოემბერს ოფიციალური წერილით მიმართეს, 21 ნოემბერს კი, სპორტის სასახლის დირექტორმა საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ საპასუხო წერილი მზადდებოდა, თუმცა, ოფიციალური პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ”ფაქტია, რომ სპორტის სასახლის ადმინისტრაცია უძლურია გადაწყვეტილების მიღებაში და ქვეყანაში ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG