Accessibility links

logo-print

თბილისში გამოეხმაურნენ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს


რუსეთში კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არჩევნებში დემოკრატიული ძალების გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა. კალანდაძის თქმით, ”რუსეთის არჩევნების მთავარი შეფასება უნდა მივანდოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც იმედია, ზეწოლის გარეშე საქმიანობენ.”
XS
SM
MD
LG