Accessibility links

ევროკავშირი იწყებს საქართველოსთან მოლაპარაკებას თავისუფალ ვაჭრობაზე


ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან და მოლდავეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე. პრესრელიზში, რომელიც ევროკომისიის საიტზე გამოქვეყნდა, გადაწყვეტილების მიზნად სახელდება ამ ორ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მიზიდვის ხელშეწყობა. მოლაპარაკებები შეეხება ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხების ფართო სპექტრს, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის მისაღწევად. ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფიულეს განცხადებით, „მოლდავეთმა და საქართველო მიაღწიეს საკმარის წინსვლას საჭირო რეფორმებით და შეასრულეს მთელი რიგი პირობები, რათა წინ წაიწიონ ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე“. განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნულია, რომ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან კომპონენტს.
XS
SM
MD
LG