Accessibility links

ავღანეთში აფეთქებამ ხუთი სამოქალაქო პირი შეიწირა


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო სამხრეთში მდებარე ურუზგანის პროვინციაში. ადგილობრივი პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, დაღუპულებს შორის არის ოთხი ბავშვი, დაიჭრა ექვსი ადამიანი. ისინი იმყოფებოდნენ მიკროავტობუსში, რომელიც ბომბზე აფეთქდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ცნობილია, რომ თალიბანი ხშირად აწყობს ამ ტიპის აფეთქებებს.
XS
SM
MD
LG