Accessibility links

logo-print

კოსოვოელი სერბები ბარიკადებს იღებენ


კოსოვოელი სერბები შეუდგნენ გზებზე მათ მიერვე აღმართული ბარიკადების აღებას მას შემდეგ, რაც, ბარიკადების გამო, არაერთი შეტაკება მოუვიდათ ნატოს სამშვიდობო ძალებთან. ჩრდილოეთ კოსოვოს მკვიდრი ეთნიკური სერბების ლიდერის განმარტებით, ბარიკადების აღება არის ნაწილი ნატოს სამშვიდობო ძალებთან მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც ეთნიკურ სერბებს მისცემს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას სერბიასთან საზღვარზე. ნატოს ჯერ არ გამოხმაურებია ამ განცხადებას. გასულ კვირაში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, როცა ასობით სერბმა გაუწია წინააღმდეგობა ნატოს სამშვიდობო ძალების მცდელობას, აეღოთ გზებზე ეთნიკური სერბების მიერ აღმართული ბარიკადები. გზების დაბლოკვით სერბებმა გამოხატეს პროტესტი კოსოვოს ეთნიკური ალბანელების მთავრობის გეგმის გამო, კონტროლი დაემყარებინა ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რომელიც სერბიასთან აკავშირებს ჩრდილოეთ კოსოვოს. სერბიაც და კოსოვოელი სერბებიც უარს ამბობენ კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
XS
SM
MD
LG