Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონმა „უსამართლო“ უწოდა რუსეთში გამართულ არჩევნებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს „უსამართლო“ უწოდა რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. კლინტონმა ვილნიუსში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოთქვა კრიტიკა არჩევნებისადმი, რომელთა შედეგადაც საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა ერგო პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პარტია „ერთიან რუსეთს“. კლინტონის თქმით, „როგორც ეს ბევრგან ვნახეთ - ყველაზე ბოლოს რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემთხვევაში - არჩევნები, რომლებიც არც თავისუფალია და არც სამართლიანი, ძირს უთხრის ხალხის ნდობას. ჩვენში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები. დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიებს, როგორიცაა „პარნასი“ უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და ეუთოს წინასწარ ანგარიშში საუბარია არჩევნების დღეს დაფიქსირებულ მცდელობებზე, ყალბი ბიულეტენები ჩაეყარათ საარჩევნო ყუთებში, მოეხდინათ საარჩევნო სიების მანიპულირება და მიემართათ სხვა ზომებისათვის, რომლებიც შეშფოთებას იწვევს“. იქვე კლინტონმა დაგმო რეპრესიები, რომლებსაც ბელორუსიის ხელისუფლება მიმართავს ოპოზიციის წინააღმდეგ და ისაუბრა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესზე. ამ პროცესმა, კლინტონის თქმით, „წარმოშვა სერიოზული შეკითხვები პოლიტიკური მოტივაციის კუთხით“.
XS
SM
MD
LG