Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებებმა ათობით ადამიანი შეიწირა


ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, ქაბულში ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო შიიტების სალოცავთან. სალოცავთან ასობით ადამიანი იყო შეკრებილი შიიტების დღესასწაულ აშურასთან დაკავშირებით. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა, სულ ცოტა, 48 და დაიჭრა 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. დღესვე აფეთქება მოეწყო შიიტების მეჩეთთან ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ი-შარიფში. დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. იერიშები მოეწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გერმანიაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთისათვის გრძელვადიანი დახმარების გაწევის საკითხებზე.
XS
SM
MD
LG