Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები


მოსკოვში გაიგზავნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები მას შემდეგ, რაც ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა არჩევნები, რომლებმაც გამარჯვება მოუტანა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პარტია „ერთიან რუსეთს“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების პრესმდივან ვასილი პანჩენკოვის განცხადებით, ჯარებს დასახული აქვთ ერთადერთი მიზანი - „უზრუნველყონ მოქალაქეთა უსაფრთხოება“. მას არ უთქვამს, რამდენი ჯარისკაცია მობილიზებული. თვითმხილველები ამბობენ, რომ ნახეს როგორ მიემართება მოსკოვის ცენტრისაკენ სატვირთო ავტომანქანები, რომლებშიც ჯარისკაცები იმყოფებიან. ორშაბათს მოსკოვში რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა გამოთქვა პროტესტი კვირის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. როგორც იუწყებიან, მოსკოვში 300-მდე ადამიანი დააკავეს და კიდევ 100-მდე კაცია დაკავებული სანქტ პეტერბურშგი გამართული საპროტესტო აქციის დროს. დღეს მოსკოვის პოლიცია დაიმუქრა, რომ არ დაუშვებს არასანქცირებულ დემონსტრაციებს, რომელთა გამართვის გეგმაზეც ოპოზიცია საუბრობს. დღეს საღამოსათვის კი დაგეგმილია „ერთიანი რუსეთის“ მომხრეების მასობრივი აქცია.
XS
SM
MD
LG