Accessibility links

გენადი ონიშჩენკო: 7 ქართული კომპანია მზად არის რუსული ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდება განაახლოს


რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, 7 ქართული კომპანია, მათ შორის ”სარაჯიშვილი” მზად არის რუსული ბაზრისთვის საკუთარი პროდუქციის მიწოდება განაახლოს. გენადი ონიშჩენკომ სააგენტო ”ინტერფაქსს” დღეს აცნობა, რომ ”როსპოტრებნადზორს” კონიაკის მწარმოებელი ”სარაჯიშვილისგან” მიღებული დოკუმენტაციის შესწავლისას გაუჩნდა შეკითხვები და პასუხის მისაღებად სპეციალისტების მიწვევას აპირებენ. ონიშჩენკოს განცხადებითვე, ”როსპოტრებნადზორის” ექსპერტები მზად არიან კომპანიას უშუალოდ ეწვიონ. ”ინტერფაქსის” შეკითხვას, როდის იქნება შესაძლებელი რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაბრუნება, ონიშჩენკომ უპასუხა, რომ ეს პროდუქცია თავად რუსეთს განსაკუთრებულად არ სჭირდება და შესაბამისად, მასზე დამოკიდებული არ არის.
XS
SM
MD
LG