Accessibility links

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "სამწუხარო" უწოდა ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო უწოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამოდევნილია, იქ დარჩენილი ადამიანები კი მძევლად იქცნენ ”საოკუპაციო რეჟიმის ხელისუფლების ხელში.” მანანა მანჯგალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ექსცესები არ მოხდება. ”აქვე გვინდა, განვაცხადოთ, რომ თუ იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნებათ პრობლემა და მათზე რაიმე სახის ზეწოლა მოხდება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და პუტინის რეჟიმს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
XS
SM
MD
LG