Accessibility links

logo-print

დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ უცვლელად დატოვა არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ დღეს უცვლელად დატოვა მის მიერ 29 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადების შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას შტაბის მოთხოვნა, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად აღიარების თაობაზე. დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ალა ჯიოევა რუსეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას აპირებს. ეს ინფორმაცია უარყვეს ალა ჯიოევას შტაბის წარმომადგენლებმა.
XS
SM
MD
LG