Accessibility links

logo-print

”მაესტროს” მფლობელებმა საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს დიპლომატიურ კორპუსს


საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორუპსსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს ტელეკომპანია ”მაესტროს” მფლობელებმა, რომლებიც დეტალურად აღწერენ არხის გარშემო 30 ნოემბრიდან განვითარებულ მოვლენებს. ”ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აწარმოონ მონიტორინგი ხელისუფლების მოქმედებაზე, რომელიც მიმართულია ტელეკომპანია ”მაესტროს” პარალიზებისკენ და ვთხოვთ დახმარებას, რომ უზრუნველყონ ჟურნალისტების შესვლა ტელეკომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე საკუთარი საქმიანობის სრულყოფილად განსახორციელებლად", - ნათქვამია ”მაესტროს” მფლობელთა მიმართვაში.
XS
SM
MD
LG