Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კმაყოფილია საპარლამენტო არჩევნების შედეგებით


რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის კმაყოფილია შედეგით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში აჩვენა მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგად მან მრავალი მანდატი დაკარგა. ვლადიმირ პუტინის თქმით, „ერთიანი რუსეთი“ ინარჩუნებს „სტაბილურ“ უმრავლესობას პარლამენტში და მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერის შესუსტება გარდაუვალი პროცესია. “ერთიან რუსეთს“ ხმების 49,5 პროცენტი ერგო კვირის საპარლამენტო არჩევნებში მაშინ, როცა წინა არჩევნებში 64 პროცენტი ჰქონდა. ოპოზიცია და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები აცხადებენ, რომ რუსეთში არჩევნებმა მასშტაბური დარღვევებით ჩაიარა. ორშაბათს მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა კენჭისყრის შედეგები. პოლიციამ 300-მდე დემონსტრანტი დააკავა მოსკოვში და 100 ადამიანი სანქტ პეტერბურგში. ამასობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია მოსკოვის ცენტრში შს სამინისტროს დამატებითი ჯარების განთავსების შესახებ.
XS
SM
MD
LG