Accessibility links

logo-print

რუმინეთში რატიფიცირებულ იქნა შეთანხმება აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემაზე


რუმინეთში რატიფიცირებულ იქნა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს რუმინეთის ტერიტორიაზე აშშ-ის გადამტაცი რაკეტების განთავსებას. რუმინეთის სენატი ერთხმად მიემხრო კანონპროექტს, რის შედეგადაც რატიფიცირებულ იქნა სექტემბერში ხელმოწერილი შეთანხმება. მას გასულ თვეში გამოუცხადა მხარდაჭერა რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ. ახლა შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბასესკუმ. შეერთებულ შტატებს ეძლევა უფლება, რუმინეთის ტერიტორიაზე განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის სახმელეთო ელემენტები, რომლებსაც ითვალისწინებს ნატოს ძალისხმევა ევროპის კონტინენტზე ანტისარაკეტო ფარის შესაქმნელად. გეგმით, გადამტაცი რაკეტები 2015 წელს განთავსდება სამხრეთ რუმინეთში. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ითვალისწინებს ასევე ელემენტებს თურქეთში, პოლონეთსა და ესპანეთში.
XS
SM
MD
LG