Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი იმუქრება ევროკავშირის ახალი ხელშეკრულების დაბლოკვით


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ დაბლოკავს ევროს დაცვისთვის გამიზნულ ევროკავშირის ახალ ხელშეკრულებას. ბრიტანულ ”ტაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში კამერონი აცხადებს, რომ ლონდონი მხარს არ დაუჭერს ხელშეკრულებას, თუკი მასში არ იქნება გათვალისწინებული ბრიტანეთის ინტერესები. კამერონი თვლის, რომ დაცული უნდა იყოს ბრიტანეთის ფინანსური სექტორი და შენარჩუნებული ევროკავშირის ერთიანი ბაზარი იმისათვის, რომ ბრიტანეთმა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ხელშეკრულებას. ბრიტანეთი არ არის ევროზონის ქვეყანა, თუმცა, საფრანგეთი და გერმანია, სადაც ევრო გამოიყენება, განიხილავენ ახალი ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას ევროზონის ქვეყნებს შორის, რომ გამყარდეს ამ სახელმწიფოების ინტეგრაცია და ფინანსური დისციპლინა. ევროზონის ქვეყნებს შორის რაიმე ახალი ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება ევროკავშირის შეთანხმებას, რომ ნებისმიერ ახალ ხელშეკრულებაზე უნდა იყოს ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა. ევროზონის კრიზისის გადაჭრა იქნება მთავარი საკითხი ევროკავშირის სამიტზე, რომელიც პარასკევს იწყება.
XS
SM
MD
LG