Accessibility links

logo-print

მოსკოვში წუხელ 600-მდე პირი დააკავეს


მოსკოვში, ”ტრიუმფალურ მოედანზე” წუხელ არასანქცირებული საპროტესტო აქციის 600-მდე მონაწილე დააკავეს. ისინი რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ. აქციის ბევრი მონაწილე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებებში იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი დაკავებისას სასტიკად სცემეს და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. პეტერბურგში მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას 250 პირია დაკავებული. სოციალურ ქსელებში 10 დეკემბერს რუსეთის ათობით ქალაქში საპროტესტო აქციების ჩატარებისკენ მოწოდებები გამოჩნდა. მოსკოვის ცენტრში 10 დეკემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი მოძრაობა ”სოლიდარობა” იქნება.
XS
SM
MD
LG