Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთის არჩევნებზე დარღვევების გამო


ევროკავშირი გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის საპარლამენტონ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო. სამშაბათს გავრცელდა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეთრინ ეშტონის განცხადება. ის აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა და ზეწოლა დამოუკიდებელ მეთვალყურეებზე ”სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”. მანამდე რუსეთის არჩევნების მიმდინარეობა გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ამგვარ კრიტიკას რუსეთში პოლიტიკური სისტემის ფორმირებაზე ზეგავლენის მცდელობად აფასებს.
XS
SM
MD
LG