Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენსენი და ისლამი აკრიტიკებენ რუსეთის საარჩევნო უბნების ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე


საქართველოს საკითხში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები კასტრიოტ ისლამი და მიკაელ იენსენი შეშფოთებას გამოთქვამენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის საარჩევნო უბნების მოქმედების გამო. „საარჩევნო უბნების გახსნა სხვა სახელმწიფოს, საქართველოს ტერიტორიაზე დე იურე ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას და ეწინააღმდეგება 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებსაიტზე.
XS
SM
MD
LG