Accessibility links

სამხრეთ ავღანეთში აფეთქებებმა 19 ადამიანი შეიწირა


ავღანეთში, სულ ცოტა, 19 ადამიანი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად, დაიჭრა ხუთი ადამიანი. ყველა მსხვერპლი სამოქალაქო პირია. აფეთქება მოეწყო სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, რომლის უშიშროების ძალების ხელმძღვანელის ინფორმაციითაც, დაღუპულებს შორის არის ხუთი ბავშვი. ჰელმანდის პროვინცია მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო რეგიონად ავღანეთში.
XS
SM
MD
LG