Accessibility links

logo-print

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობის მოხდას შეუდგა


ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი, მოშე კაცავი დღეს შეუდგა შვიდწლიანი პატიმრობის მოხდას, გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. 66 წლის კაცავს გასული წლის დეკემბერში გამოუტანეს განაჩენი მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნეს მინისტრობის პერიოდში თანამშრომელი ქალის გაუპატიურებაში და, მოგვიანებით, უკვე პრეზიდენტობის დროს, ორ ქალზე სექსუალურ ძალადობაში. კაცავი უარყოფს ბრალდებებს. მან გაასაჩივრა განაჩენი, მაგრამ ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გასულ თვეში უარყო მისი სარჩელი. კაცავი 2000-2007 წლებში იყო ისრაელის პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG