Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმართება ნატოს მინისტერიალი


ბრიუსელში იმართება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომლის მთავარ თემებადაც სახელდება ვითარება ავღანეთსა და პაკისტანში, ისევე როგორც ურთიერთობა რუსეთთან. შეხვედრის ფონია დაძაბულობა პაკისტანთან მას შემდეგ, რაც ნატოს საჰაერო თავდასხმამ გასულ თვეში 24 პაკისტანელი ჯარისკაცი შეიწირა. ხუთშაბათს ნატოს მინისტრებს შეუერთდება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხება რუსეთის შეშფოთებას ევროპაში ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმის გამო.
XS
SM
MD
LG