Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა გეგმაზე ადრე დაასრულა ევროპაში ვიზიტი


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი სამშობლოში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც გეგმაზე ადრე დაასრულა ევროპაში ვიზიტი, ქაბულში გუშინ მოწყობილ აფეთქებასთან დაკავშირებით. აფეთქება მიმართული იყო შიიტების სალოცავის წინააღმდეგ, დაიღუპა 55 ადამიანი, დაიჭრა 160-ზე მეტი. მლოცველები შეკრებილი იყვნენ შიიტური დღესასწაულის აღსანიშნავად. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანში დაფუძნებულმა ჯგუფმა, ლაშკარ-ე-ჯანგვიმ. პრეზიდენტმა კარზაიმ დღეს საავადმყოფოში მოინახულა დაჭრილები და განაცხადა, რომ თავდასხმის შესახებ დაელაპარაკება პაკისტანის ლიდერებს. ქაბულის გარდა, გუშინ აფეთქება მოეწყო ჩრდილოეთში მდებარე მაზარ-ი-შარიფში, სადაც, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეს თავდასხმები ერთ დღეში მოჰყვა გერმანიაში ჩატარებულ წარმომადგენლობით კონფერენციას ავღანეთის შესახებ. ქაბულის აფეთქება ბოლო წლებში ავღანელი შიიტების წინააღმდეგ მიმართული პირველი ასეთი თავდასხმაა.
XS
SM
MD
LG