Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი გენერალი: დასავლეთი რუსეთს თავს ახვევს გამალებულ შეიარაღებას


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ნიკოლაი მაკაროვის განცხადებით, რუსეთს თავს ახვევენ ახალ გამალებულ შეიარაღებას გეგმით, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას. გენერალმა მაკაროვმა უცხოელ სამხედრო ატაშეებთან შეხვედრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ არსებობს ურთიერთობების „მკვეთრად გაუარესების“ საფრთხე. მისი თქმით, რუსეთს დაწყებული აქვს შეიარაღების ახალი სისტემების განთავსება დასავლეთში მდებარე კალინინგრადის ოლქში და, შესაბამისად, როცა ნატოს ანტისარაკეტო სისტემა ამოქმედდება, მხარეებს შორის ბირთვული შეიარაღების მხრივ წონასწორობა დაცული იქნება. ვაშინგტონი აცხადებს, რომ დაგეგმილი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და საჭიროა, მაგალითად, ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო. მაგრამ რუსეთი შიშობს, რომ ნატოს ახალი სისტემა დაასუსტებს მის ბირთვულ არსენალს. ნატოს უარყოფილი აქვს რუსეთის მოთხოვნა ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ.
XS
SM
MD
LG