Accessibility links

ალა ჯიოევა მოსკოვთან კონსულტაციებს მართავს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა მოსკოვთან კონსულტაციებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ჯიოევა შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს სერგეი ვინოკუროვს. ჯიოევა მოითხოვს, რომ ედუარდ კოკოითიმ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, პოსტი დატოვოს და ცხინვალის რეგიონს დროებით პრემიერ-მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა უხელმძღვანელოს, რომელიც ქვეყანას მომავალი არჩევნებისთვის მოამზადებს.
XS
SM
MD
LG