Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება


რუსეთისა და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
რუსეთისა და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
დღეს ბრიუსელში იმართება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მათი რუსი კოლეგის შეხვედრა, რომლის ფონსაც ქმნის უთანხმოება ევროპაში ნატოს ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმის გამო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს მინისტრების რუს კოლეგა, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საჭიროა, რუსეთი და ალიანსი ჩაერთონ „დიალოგში“ ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებზე:

„30 სახელმწიფოზე მეტს დღეს უკვე შექმნილი აქვს, ან ქმნის სარაკეტო ტექნოლოგიას. ამ რაკეტებიდან ზოგს უკვე შეუძლია, მისწვდეს ალიანსის ტერიტორიის ზოგ მონაკვეთს. და ამიტომ მიიღო ნატომ გადაწყვეტილება საკუთარი სისტემის შექმნის შესახებ“.

ნატო განმარტავს, რომ დაგეგმილი ანტისარაკეტო ფარის მიზანია პოტენციური თავდასხმების მოგერიება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ირანი. რუსეთი კი მოითხოვს გარანტიებს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვას არ გამოიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG