Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოციალ-დემოკრატებს დაავალა ახალი კოალიციის შექმნა


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა თავის ყოფილ პარტიას, სოციალ-დემოკრატებს დაავალა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა. ატამბაევი შეხვდა სოციალ-დემოკრატების ლიდერ ჩინიბაი ტურსუნბეკოვს და მას მოუწოდა, ნუ შექმნის, უწინარეს ყოვლისა, ძალაუფლების შენარჩუნებით დაინტერესებულ კოალიციას, რადგან ეს მოამზადებდა საფუძველს ინტრიგებისა და განხეთქილებისათვის. ტურსუნბეკოვი ამბობს, რომ შეეცდება, ახალ კოალიციაში შეკრიბოს ოთხი პარტია სულ ხუთიდან, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი. სოციალ-დემოკრატიული პარტია გასულ კვირაში გამოეყო სამპარტიან კოალიციას იუსტიციის, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში რეფორმებზე უთანხმოების გამო.
XS
SM
MD
LG