Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ და რუსეთმა ვერ მოაგვარეს უთანხმოება ანტისარაკეტო თავდაცვის გარშემო


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, სამხედრო ალიანსი არ უწევს იგნორირებას რუსეთის შეშფოთებას ევროპაში ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმის გამო. ამ შინაარსის განცხადება რასმუსენმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ბრიუსელში დასრულდა ნატოს წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან. რასმუსენის თქმით, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გარშემო უთანხმოება კვლავაც რჩება, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ამ საკითხზე მოლაპარაკებას. რასმუსენი, მისივე თქმით, ოპტიმისტურად აფასებს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთთან პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ ნატოს ჩიკაგოს სამიტისთვის, რომელიც მომავალი წლის მაისში ჩატარდება. თავის მხრივ, ლავროვმა გამოთქვა შეფასება, რომ ნატო არ არის მზად ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხში „სერიოზული თანამშრომლობისათვის“.
XS
SM
MD
LG