Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში გაიმართა ჩეხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა


პრაღაში გაიმართა ჩეხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობა, ეკონომიკური მდგომარეობა ევროკავშირში და ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმა. ევროზონაში კრიზისთან დაკავშირებით, ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შესთავაზა, რომ ჩეხურ კრონებზე გადავიდეს ნაწილი რუსეთის სავალუტო რეზერვისა, რომელიც ევროში ინახება. მაგრამ მედვედევმა, ცნობების თანახმად, განაცხადა, რომ ამას ჩეხური კრონები შესაძლოა, არ ეყოს. მედვედევმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის კომპანია „ატომსტროიექსპორტის“ გეგმას, მონაწილეობა მიიღოს ტენდერში ჩეხეთში მდებარე ტემელინის ატომურ ელექტროსადგურის ორი ახალი რეაქტორის ასაგებად. ჩეხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მედვედევი შეეხო აგრეთვე რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დემონსტრაციებს. მისი თქმით, გამოძიებულ უნდა იქნეს ბრალდებები საარჩევნო დარღვევების შესახებ. მედვედევის თქმით, ის „განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს დემონსტრაციებში“, რადგან დემონსტრაციები დემოკრატიას ეკუთვნის. მაგრამ, დასძინა მედვედევმა, „ყველა აქცია უნდა ჩატარდეს საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში და რუსეთის კანონების შესაბამისად“.
XS
SM
MD
LG