Accessibility links

logo-print

ირანმა ტელევიზიით გადასცა აშშ-ის ჩამოგდებული უპილოტო თვითმფრინავის ამსახველი კადრები


ირანის სახელმწიფო ტელევიზიით ნაჩვენები იქნა კადრები, სადაც გამოსახულია აშშ-ის, სავარაუდოდ, საჯაშუშო უპილოტო თვითმფრინავი, რომელზეც თეირანი აცხადებს, რომ ავღანეთის საზღვართან ჩამოაგდო. კადრებზე მოჩანს უპილოტო თვითმფრინავი, RQ-170 ტიპისა, რომელიც არაა დაზიანებული. ირანის მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა შეიცარიის ელჩი ამ ქვეყანაში და გამოუცხადა მკაცრი პროტესტი, მის საჰაერო სივრცეში აშშ-ის საჯაშუშო თვითმფრინავის შეჭრის გამო. ირანს და აშშ-ს დიპლომატიურ ურთიერთობა არ აქვთ, მათ შორის კომუნიკაციიას ფუნქცია შვეიცარიას ეკისრება. ნატოს თანახმად, თვითმფრინავი დასავლეთ ავღანეთზე დაფრინავდა, როცა მასთან კონტაქტი დაიკარგა. ირანის მედიის თქმით, თვითმფრინავი ამ ქვეყნის არმიამ ჩამოაგდო. „ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, ის აშშ-ის სამეთვალყურეო იმ პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც ირანის საეჭვო ბირთვული ობიექიტების რუკების შედგენის პროგრამას არსულებდა.
XS
SM
MD
LG