Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაესტროს" დამფუძნებლები გაასაჩივრებენ დაყადაღების შესახებ სასამართლოს განჩინებას


სტუდია ”მაესტროს" დამფუძნებლები გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ტელეკომპანიის 100%-იანი წილის დაყადაღების შესახებ. "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა სააგენტო ”პირWელს” აცნობა, რომ სასამართლოს მისი განჩინება არ გადაუცია ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთვის, რომლისგანაც ყველა დამფუძნებლის ნებართვა მოითხოვა. ”მიუხედავად იმისა, რომ განჩინება ”მაესტროს” პრობლემებს არ უქმნის, რადგან დამფუძნებლები არ აპირებენ საკუთარი წილის გასხვისებას, ის აუცილებლად გასაჩივრდება”, - განაცხადა მამუკა ღლონტმა. თავის მხრივ, ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სტუდია "მაესტროს" 100%-იანი წილის დაყადაღების გადაწყვეტილება რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრს გადაეცა. გარდა ამისა, "რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ" ტელეკომპანია "მაესტროში" თანამშრომლების მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. თავად ტელეკომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ეროსი კიწმარიშვილის კომპანაისთან ორი წლის წინ ხელმოწერილი კონტრაქტი შეწყვეტილია და შესაბამისად, მისი ყველა მოქმედება უკანონოა.
XS
SM
MD
LG