Accessibility links

logo-print

კოკოითი შაბათს გადადგება


ცხინვალში ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, შაბათს გადადგება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი. ასევე შაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სავარაუდოდ, განიხილავენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორის, თეიმურაზ ხუგაევის, ისევე როგორც მისი მოადგილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის საკითხს. ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი იუწყება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატ ალა ჯიოევასთან დაახლოებული პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. კოკოითის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას უნდა შეუდგეს მთავრობის ხელმძღვანელი, ვადიმ პროვცევი, ხოლო ალა ჯიოევა ვიცეპრემიერი ხდება. ყველა ამ შეთანხმებას მიაღწიეს მოლაპარაკებაზე, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებასათნ აწარმოებენ ჯიოევა და მისი მომხრეები, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის შუამავლობით. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, მოლაპარაკებაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები ჩატარდება 25 მარტს და მასში მონაწილეობას შეძლებს ალა ჯიოევაც. ამ დროისთვის ჯერ არ მოუწერიათ ხელი შესაბამის შეთანხმებაზე, რომლის დაცვის გარანტიასაც რუსეთი კისრულობს.
XS
SM
MD
LG