Accessibility links

logo-print

სირიაში მოკლეს, სულ ცოტა, 32 ადამიანი


სირიელი ოპოზიციონერების ინფორმაციით, მთავრობის ჯარებმა დღეს 32 ადამიანი მოკლეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის შედეგად. აქტივისტები იუწყებიან, რომ ჰომსის პროვინციაში დღეს დაიღუპა, სულ ცოტა, 18 ადამიანი. გაეროს მონაცემებით, 4000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ წელს მარტში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს. სირიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გაეროს არ არის სანდო საინფორმაციო წყარო.
XS
SM
MD
LG