Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ხელმოწერილი შეთანხმებით, კოკოითი შაბათს უნდა გადადგეს


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, ცხინვალში პარასკევს საღამოს შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისა და ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას შორის მოლაპარაკება. ინტერფაქსი ჯიოევას განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით, ედუარდ კოკოითი შაბათს უნდა გადადგეს. ჯიოევა ამბობს ასევე, რომ „შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების გარანტი არის რუსული მხარე“, რომელიც მოლაპარაკებაზე წარმოდგენილი იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ვინოკუროვის სახით. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მომავალი წლის 25 მარტს ჩატარდება განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები, მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი. ჯიოევას ეძლევა დე ფაქტო პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენების უფლება. მაგრამ თვით ჯიოევამ ინტერფაქსს უთხრა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში.
XS
SM
MD
LG