Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ნაწილმა საქართველოში პოლიტპატიმრებზე დეკლარაცია მიიღო


„ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ დღევანდელ საქართველოში, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ერქვას ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო, 87 პოლიტიკური პატიმარია და 11 ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იძებნება“, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათი შეფასებით, პოლიტიკურ პატიმართა ერთიანი სია მიიღეს და ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ სია შეთანხმდა არასამთავრობოებთან და ადვოკატებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად და გამოითქვა ვარაუდი, რომ სია შესაძლოა გაიზარდოს. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კონფერენცია პარტია "თავისუფალი საქართველოს" ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას სხვა ოპოზიციური ოპოზიციური პარტიებიდან ესწრებოდნენ "დემოკრატიული მოძრაობის" , "ეროვნული ფორუმის", "ხალხის პარტიის" წევრები და პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
XS
SM
MD
LG