Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ლალი მოროშკინას 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯა კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო


ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარასკევს მომხდარი ჩხუბისათვის სამართალდამცველებმა ჟურნალისტი ლალი მოროშკინა დააკავეს. "ნანუკას შოუს" სტუდიაში საახალწლო გადაცემის ჩაწერის დროს, მოროშკინა გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორ თამარ ფხაკაძეს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებული ფხაკაძის განცხადებით კი მოროშკინამ მას კისერში ბლაგვი ჩანგალი ჩასცხო. მოროშკინას გაბრაზება გავრცელებული ინფორმაციით გამოიწვია გაზეთ "პრაიმ ტაიმის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც ლალი მოროშკინა საზოგადოების გადაწყვეტილებით, ყველაზე უგემოვნო ქალის ნომინაციაში მოხვდა. ტელეკომპანია „იმედის“ სტუდიაში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, კოლეგის ცემა 9 დეკემბერს მოროშკინამ ტელეკომპანია „კავკასიაში“ პირდაპირ ეთერში აღიარა. „მივმართავ სამართალდამცველებს, მიიღონ ჩემი განცხადება, როგორც აღიარება - მე ვცემე თაკო ფხაკაძე, რადგან მირჩევნია, ციხეში ჩავჯდე, ვიდრე დაუმსახურებელი შეურაცხყოფა და თავმოყვარეობის შელახვა ავიტანო“, - განაცხადა მოროშკინამ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლალი მოროშკინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლა და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG