Accessibility links

logo-print

რუსეთის ქალაქებში კრემლის საწინააღმდეგო მრავალათასიანი გამოსვლებია


ოფიციალური ინფორმაციით სანქცირებულ მიტინგში რუსეთის დედაქალაქში 15 ათასი მომიტინგე შეიკრიბა, რომლებიც 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ედინაია როსიას“ გამარჯვებას აპროტესტებენ. მრავალათასიანი ბრბო შეკრებილია ბალოტნაიას მოედანზე, რომელიც კრემლის პირდაპირ მდებარეობს. მომიტინგეებთან იმყოფებიან რუსეთის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი. ოფიციალური ნებართვით, დემონსტრანტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას კაცს. წესრიგის დასაცავად მოსკოვის ცენტრში მობილიზებული რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ნაწილები. კრემლის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები 10 დეკემბერს რუსეთის 10-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს, ვლადივოსტოკიდან დაწყებული, ციმბირის ქალაქ ბარნაულის გავლით და მოსკოვით დამთავრებული. შაბათის საყოველთაო საპროტესტო გამოსვლებამდე, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემდგარად გამოაცხადა სადაოდქცეული საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ. „ედინაია როსსიას“ 238 მანდატი ერგო 450 კაციან სახელმწიფო დუმაში, რაც 70 ადგილით ნაკლებია იმ მანდატების რაოდენობასთან შედარები, რასაც წინ მოწვევის პარლამენტში ფლობდა მმართველი პარტია.
XS
SM
MD
LG