Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის საფონდო ბირჟებმა კვირა სოლიდური სარგებლით დაამთავრეს


კვირის ბოლოს აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა სოლიდური სარგებელით დამთავრდა, რაც უკავშირდება ინვესტორების ოპტიმიზმს, რომ საბოლოო ჯამში მიღწეული იქნება პროგრესი ევროზონის ვალების კრიზისის მოგვარების საკითხში. ევროკავშირის ყველა ქვეყანა გარდა ბრიტანეთისა, შეთანხმდნენ ხელშეკრულებაზე, რომელიც ფინანსურ ინტეგრაციას აძლიერებს და ამკაცრებს საბიუჯეტო წესებს. ამ ნაბიჯების პასუხად აშშ-ის ეკონომიკის მთავარი მაჩვენებელი დოუ ჯონსის ინდექსი 186.56 ნიშნულამდე, ანუ 1.55 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანი მოგებით დაასრულეს კვირა ამერიკის სხვა სააქციო ბაზრის ინდექსებმა. საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ევრო კარგავს პოზიციებს, მზარდი შიშის ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი, დიდძალი ვალის მქონე ქვეყნები ამ ვალების გასტუმრებას ვერ შესძლებენ.
XS
SM
MD
LG