Accessibility links

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი სირიას კიდევ ერთხელ აფრთხილებს


ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ნავი პილაიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას, რომ ნება დართოს საერთაშორისო დამკვირვებლებს ჩავიდნენ ქვეყანაში, რომელიც პილაის თქმით ნამდვილი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა. პარასკევს ჟურნალისტებთან საუბარში გაეროს ადამიანის უფლებათა საკითხების უმაღლესმა კომისარმა დაადასტურა, რომ სირიის უსაფრთხოების ძალების დაახლოებით 1000 მოსამსახურე დაიღუპა შეტაკებებში, რომელიც ქვეყანაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის საწინააღმდეგო გამოსვლებს მოჰყვა. სულ კი მართის თვიდან მოყოლებული ორივე მხრიდან დაღუპულია დაახლოებით 400 კაცი. ნავი პილაის თქმით, იმის გამო, რომ სირიის უსაფრთხოების ძალებიდან სულ უფრო მეთი დეზერტირი გადადის ოპოზიციის მხარეზე, ქვეყანაში შესაძლოა „სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი დაიწყოს.“ იუწყებიან, რომ დემონსტრანტთა წინააღმდეგ იარაღის გამოყენების შედეგად პარასკევს სირიაში უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 24 კაცი მოკლეს.
XS
SM
MD
LG