Accessibility links

პაკისტანის თალიბანი სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავს ისლამაბადთან


პაკისტანში მოქმედი თალიბანის მოძრაობის მეთაურის მოადგილემ დაადასტურა, რომ ჯგუფი სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავს პაკისტანის ხელისუფლებასთან. მაულვი ფაქირ მოჰამადმა, რომელიც ტეჰრიკ ე თალიბანის ბაჯურის დანაყოფის მეთაური და მთელი მოძრაობის სარდლის მოადგილეა, სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ „მოლაპარაკებები სწორი მიმართულების მიდის.“ პაკისტანის მთავრობას არ დაუდასტურებია ინფორმაცია ასეთი მოლაპარაკებების თაობაზე. სექტემბრის ბოლოს, პაკისტანის მთავრობამ პირობა დადო, რომ „მშვიდობის შანსს“ გამოიყენებდა და დაიწყებდა მოლაპარაკებებს ქვეყნის შიგნით მოქმედ მეამბოხეებთან. თუმცა, ქვეყნის სტაბილურობის თაობაზე ტეჰრიკ ე თალიბანთან დადებული საზავო შეთანხმება წარუმატებელი აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG