Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი რუსეთში ანტისამათავრობო გამოსვლებს გამოეხმაურა


"ჩვენ გამოვხატავთ სიმპათიას რუსი ხალხის მიმართ, რომელიც დღეს იგივე უსამართლობას ებრძვის, რომლის მსხვერპლიც არის არა მარტო რუსეთის საზოგადოება, არამედ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც“,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. „XXI საუკუნეში აღარ არის ადგილი იმ რეჟიმებისთვის, რომლებიც ცდილობს ფეხქვეშ გათელოს საკუთარი ხალხისა და მეზობელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანი“,- აღნიშნავს განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი. რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მოსკოვში და რუსეთში აქციები დღესაც გაიმართა. მოსკოვში გამართულ აქციაში 40-45 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG