Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგომამდე ედუარდ კოკოითიმ ჯერ სხვები გადააყენა


ედუარდ კოკოითიმ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რომელმაც გუშინ გადადგომის პირობა დადო, დღეს თანამდებობიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩინოვი და გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ცხინვალში სამხრეთ ოსეთის მთავრობის სახლთან დეპუტატები და საზოგადობის წარმომადგენლები კვლავ არიან შეკრებილი. მოელიან, რომ კოკოითი დღეს პრეზიდენტის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადებს. ამის შესახებ გუშინ ედუარდ კოკოითი და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ალა ჯიოევა შეთანხმდნენ. პირობის თანახმად, კოკოითის გადადგომის შემდეგ, ჯიოევას მომხრეები საპროტესტო აქციებს შეწყვეტენ. ცხინვალში ოსეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.
XS
SM
MD
LG