Accessibility links

logo-print

ალა ჯიოევა შეთანხმებაზე ხელმოწერის გაუქმებით იმუქრება


თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს კრიზისის დაძლევის მიზნით ადრე მიღწეულ შეთანხმებას და აცხადებს, რომ გააუქმებს საკუთარ ხელმოწერას და ქუჩაში კვლავ გამოიყვანს თავის მომხრეებს. შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ თანამდებობა დატოვა და უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევს გადასცა. მაგრამ საკუთარ გადადგომამდე კოკოითიმ საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარედ დანიშნა, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ელდარ კოკოევი, რომლის კანდიდატურაც მიუღებელია ოპოზიციისათვის. შეთანხმების თანახმად ალა ჯიოევას შეუძლია მონაწილოება მიიღოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 25 მარტს გაიმართება.
XS
SM
MD
LG