Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნით აქცია რუსეთის ათობით ქალაქში გაიმართა


მოსკოვისა და პეტერბურგის გარდა, მრავალრიცხოვანი მიტინგები და პიკეტები, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, შაბათს გაიმართა რუსეთის ათობით ქალაქში, მათ შორის ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, ტომსკში, ბარნაულსა და ტიუმენში. ზოგიერთ ქალაქში აქცია არ იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან. მომიტინგეებს არ შლიდნენ, თუმცა პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. მათი საერთო რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს. „სამართლიანი არჩევნების“ მხარდამჭერი მიტინგები გაიმართა საზღვარგარეთ: ლონდონში, პარიზსა და პრაღაში. მიუნხენში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს წინა დაახლოებით 200 კაცი შეიკრიბა.
XS
SM
MD
LG