Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილარმონიაში მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია


საქართველოს ფილარმონიის დიდ დარბაზში მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია. დარბაზში იმყოფებიან საზოგადოების წარმომადგენლები, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები, თავად ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის რეპერი ბერა ივანიშვილი, რომელმაც ცნობილი კლიპი „ქართული ოცნება“ შეასრულა. "ეს ქვეყანა ისევ გადასარჩენია და გადასარჩენია ძალიან სწრაფად, რადგან ერთ-ორ წელიწადში გადასარჩენი არაფერი იქნება" - განაცხადა მწერალმა ნაირა გელაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი გამომსვლელი იყო „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე. ღონისძიების პირდაპირ ეთერს უზრუნველყოფს ტელეკომპანია „მაესტრო“, რომელმაც დღეს დროებით აღადგინა სატელიტური მაუწყებლობა.
XS
SM
MD
LG