Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის თალიბანი უარყოფს მოლაპარაკებებს ისლამაბადთან


პაკისტანის თალიბანის წარმომადგენელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, დაჯგუფების ლიდერების პაკისტანის ხელისუფლებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. ეხსანულ ეხსანის, პაკისტანის თალიბანის წარმომადგენლის თქმით, შეუძლებელია ნებისმიერი კონტაქტი ხელისუფლებასთან მანამ, სანამ პაკისტანში შარიათის კანონები არ ამოქმედდება. ახალი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თალიბები და პაკისტანის ხელისუფლება ცდილობენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ეკუთვნის მეორე პირს მოძრაობაში, მაულვი ფაკირ მოჰამედს, რომელმაც ეს ინფორმაცია შაბათს მიაწოდა ასოშიეიტედ პრესს.
XS
SM
MD
LG