Accessibility links

logo-print

მედვედევი უარყოფს დემონსტრანტების მოთხოვნას არჩვენების განმეორებით ჩატარებაზე


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი არ ეთანხმება დემონსტრანტთა მოთხოვნებს, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა გამართვის თაობაზე. მმართველმა „ედინაია როსიამ“ 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა, გავრცელებული ინფორმაციით, ბიულეტენების გაყალბებით მოიპოვა. 10 დეკემბერს რუსეთის მასშტაბით გამართულ საყოველთაო საპროტესტო აქციებში მოსკოვის ცენტრში შეკრებილი ათეულ ათასობით ადამიანი სწორედ ხელახალ არჩევნებს ითხოვდა. საკუთარ „ფეისბუკზე“ დმიტრი მედვედევმა დაწერა, რომ არ ეთანხმება საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა მოთხოვნებსა და მიმართვებს.
XS
SM
MD
LG