Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი გააგრძელებს ნატოს ესკორტის ბლოკირებას


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი აცხადებს, რომ პაკისტანის გავლით ავღანეთისკენ მიმავალი ნატოს ესკორტის ბლოკირება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ისლამაბადმა სატრანზიტო გზა ჩაკეტა ორი კვირის წინ, როდესაც აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენების იერიშის შედეგად 24 პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ნატოს ბოდიში მოიხადა იერიშის გამო, ვაშინგტონმა კი პაკისტანელი ჯარისკაცების სიკვდილს ტრაგედია უწოდა. თუმცა, ბი-ბი-სის შეკითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ იერიში იყო წინასწარდაგეგმილი, გილანმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, კი.“
XS
SM
MD
LG